რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე?- მცირე განმარტებას საზოგადოებისთვის აკეთებს “ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი.

მისი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. 

"ძალიან მოკლედ: ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიაზე ერთგვარი პასუხი, და - სრულიად ბუნებრივად - უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობს ქარტია (United States-Georgia Charter on Strategic Partnership) შედგება 5 სექციისგან. პრინციპების დონე - ეს სექცია ქმნის მთელი დოკუმენტის იდეას - ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ პირველივე მუხლი არის

„1. Support for each other’s sovereignty, independence, territorial integrity and inviolability of borders constitutes the foundation of our bilateral relations.“ ანუ მთელი ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, აშშ-ის მთავარი შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიაობის აღიარების დაცვა, დღეს ჰაერში კიდია.

სექცია 2 - თავდაცვა და უსაფრთხოებსი თანამშრომლობა; ქართული ჯარის გადაიარაღება, NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები (აი, ჯაველინები რომ მოგვცეს, გახსოვთ?) ეს ყველაფერი შეჩერდება. ღრმა ინსტიტუციური თანამშრომლობა - ეგეც.

სექცია 3 - ეკონომიკა - ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შანსი და პრეფერენციული დამოკიდებულება - ეს ყველაფერი დაივიწყეთ.

სექცია 4 - დემოკრატია და საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და უზარმაზარი ამერიკული პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის - დაივიწყეთ.

სექცია 5 - ფულბრაითი, ფლექსი, UGRAD, Legislative Education and Practice (LEAP), the International Visitor Leadership Program და English Language Teaching and Learning Program, კულტურული ძეგლების აღდგენაში დახმარება - ეს ყველაფერი ჰაერში კიდია.

ყოველწლიური მაღალი დონის კომისიების შეკრება ამ საკითხების გასაღრმავებლად - ესეც დაივიწყეთ. არანაირი „ტრამპი მოვა და ბიძინა დაალაგებს“ არ გიშველით. ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა და არაღიარების პოლიტიკა.ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხუშტურისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად," - წერს მელაშვილი.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდშიქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეშიახმეტაში.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.

პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.