ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადადო. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1 დეკემბერის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია

ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.