რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა დასაქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა.
„ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ორივე დელეგაციის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელარუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეული იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Ipn.ge