საქართველოში 9 თვეში 2.5 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა, ჯამში 188 მლნ ლარის ოდენობის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გამოწერილია 2 587 200 ჯარიმა, საიდანაც ბიუჯეტში შესრულია 188 384 420 ლარი. მათგან 20%-იანი შეღავათით მოქალაქეებმა 1 427 623 ჯარიმის შემთხვევაში ისარგებლეს, რაც გამოწერილი ჯარიმების 55%-ია. შეღავათით გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 74 348 612 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა თბილისშია გამოწერილი (მოსახლეობის და ავტომობილების რაოდენობის შესაბამისად). მასზე საერთო რაოდენობის 44% მოდის. შემდეგ მოდის იმერეთი 18.6%-ით, ხოლო აჭარა 11%-ით.