რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებას აღარ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ყირიმის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღეს.
პუტინის განცხადებით, მან რუსეთის უშიშროების საბჭოსთან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა რამდენიმე მიმართულებით განიხილა, თუმცა ბოლო დღეებში ყირიმის ხიდზე განხორციელებული იერიშების შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა.
„ყირიმის ხიდზე თავდასხმების შემდეგ შეთანხმებას აღარ ვაპირებთ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხო მოქმედებები უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე გაცილებით მტკივნეული იქნება. ამასთან, პუტინმა პირობა დადო, რომ ყირიმის ხიდი აღდგება.