"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.

სს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა, თბილისის მეტროს ვაგონებს ემსახურება - ამ კომპანიის წილის 50% მერია ეკუთვნის.

"პირველების" ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებას.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურა რომ სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის საქმიანობას იკვლევდა, ეს ინფორმაცია "პირველებმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. 

tvpirveli.ge