ამერიკული დასაქმების ფირმა Heidrick & Struggles-ი, Nvidia Corp.-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძიების ფარგლებში ბრიტანული პროცესორების ტექნოლოგიების შემქმნელი Arm Holdings-ის ხელმძღვანელს, რენე ჰაასს დაუკავშირდა, – იტყობინება Bloomberg წყაროზე დაყრდნობით.

მისი თქმით, Heidrick & Struggles-მა ამ თანამდებობაზე კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომპანია Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დაიქირავა.

Arm-მა სააგენტოსთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Nvidia-მ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას არ უპასუხა.

ჰაასი ამერიკული ჩიპების მწარმოებლის ხელმძღვანელის პოსტის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, – აღნიშნავს Bloomberg.

სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის არიან Nvidia-ს ვიცე-პრეზიდენტი იან ბაკი, Advanced Micro Devices-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუ და Apple Inc.-ის აპარატურის ხელმძღვანელი ჯონი სროუჯი.

ვრცლად interfax - ზე