ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ცხედარია ამოსვენებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამი ცხედარიდან ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანია.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს სამი პირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო სამის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.