სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მოეხსნა სახელმწიფო დაცვა, რომელიც მას 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა.
20 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 8 სექტემბერს მიღებული განკარგულება "მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე, ძალადაკარგულად ცხადდება".
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს "საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის - მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე" 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება" - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს.