ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ აჭარა თაიმსი გაავრცელა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ქობულეთის მერიაში განუცხადეს, რომ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, 22 ნოემბერს დილით დაიწყება, ფერდსამაგრის ჩამოშლის მიზეზებს კი გეოლოგები შეისწავლიან.