არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია, - ამის შესახებ რესტორანი კაკლები სოციალურ ქსელში მუიმართვას ავრცელებს. 

ცნობისთვის, ეს ის რესტორანია, სადაც "ქართული ოცნების" წევრები ახალი, მეთერთმეტე მოწვევის, პარლამენტის შეკრება "იზეიმეს", ქუჩაში მიმდინბარე აქციების პარალელურად. "ქართული ოცნების" კაკლებში გამართული წვეულების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა უხვად გავრცელდა სოციალუერ ქსელში. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, "მდიდრული" სუფრის ირგვლივ გულზე ხელმბიჯენილი "ოცნების" დეპუტატები როგორ მღერიან საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. მოსახლეობის უმეტესობამ ეს ხალხის დაცინვად და აბუჩად აგდებად, შეურაცხყოფად და მოქალაქეთა მოთხოვნის უგულებელყოფად მიიჩნია. ადამიანები გაბრაზდნენ რესტორნის მენეჯმენტზეც, რომელმაც, მათივე შეფასებით, მოღალატე და მატყუარა ხელისუფლებას უმასპინძლა.

შესაბამისად, პროტესტის შეერთებაზე რესტორნის პოსტის ქვეშ მოქალაქეთა კომენტარები არაერთგვაროვანია. გაეცანით ნაწილს: 

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.