„დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი," - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იუწყება. თეატრის მენეჯმენტის განმარტებით, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია.
"თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ. ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით," - იუწყება თეატრალური დასისი ხელმძღვანელობა და მაყურებელს მოუწიდებს დააბრუნონ ბილეთები, ამ დისკომფორტისთვის კი ბოდიშს იხდიან.
"ძვირფასო მაყურებელო! დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე:30 ნოემბერი „მეფე ლირი"1-2 დეკემბერი „შეყრა"3-4 დეკემბერი „გაყრა"5-6 დეკემბერი „მე გადმოვცურავ ზღვას" -შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას", - წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადო ოპერისა და ბალეტის თეატრმაც.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.