განთიადს თან ახლავს ფრინველთა გამაყრუებელი ჟივილ-ხივილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ ეგებებიან ჩვენი ფრინველი მეზობლები გარიჟრაჟს ასე ხმაურიანად.

ახალ კვლევაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, მეცნიერებმა შეისწავლეს ტყვეობაში ბინადარი ზებრისებრი მთიულას (Taeniopygia guttata) ქცევა; შედეგად დაადგინეს, რომ მათი ჭიკჭიკის ინტენსივობა შესაძლოა განპირობებული იყოს მზის ამოსვლის მოლოდინში დაგროვებული საათებით.

კარგად განათებულ ლაბორატორიაში, მამრი ზებრისებრი მთიულები სპონტანურად „მღერიან“ ასობით სიმღერას, მაგრამ სრულ წყვდიადში, ისინი ერთხელაც კი არ დაიჭიკჭიკებენ. ამან მკვლევრები დააფიქრა, თუ როგორ მოქმედებს ღამესა და დღეს შორის ურთიერთქმედება გამთენიისას ჭიკჭიკზე.

როდესაც მეცნიერებმა მზის ამოსვლა ხელოვნურად დააგვიანეს სამი საათით (არ ჩართეს სინათლე), მთიულების ჭიკჭიკის მაჩვენებელი გაძლიერდა და უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მაშინ, როცა მზის ამოსვლა არ აგვიანებდა, თითქოს ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ გათენებას.

გარიჟრაჟის სინათლის რამდენიმე საათით გვიან ანთებამ ჩიტები მაინც არ დააძინა — მათ ჩვეულ დროს გაიღვიძეს, აქტიურად მოძრაობდნენ სიბნელეში, მაგრამ არ ჭიკჭიკებდნენ.

მათი მოუთმენლობა კიდევ უფრო დადასტურდა იმით, რომ მისცეს წვდომა ჩამრთველზე, რომელიც გარიჟრაჟის სინათლეს 10 წამით ანთებდა. ამ შესაძლებლობის გათვალისწინებით, დაგვიანებული „განთიადის“ რეჟიმში მყოფი ჩიტები ხშირად ანთებდნენ შუქს, რასაც არ აკეთებდნენ მაშინ, როცა განთიადი ჩვეულებრივზე ადრე დგებოდა.

ვრცლად პირველ არხზე