მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.044 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0071 ლარით გაუფასურდა.
კვირის დინამიკა ასეთია:
2 მარტს 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6922 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 3.1606 ლარზე დაფიქსირდა და მისმა ცვლილებამ ლართან 0.0025 ლარი შეადგინა.
3 მარტი უქმე იყო, შესაბამისად, ის კურსი მოქმედებდა, რაც წინა დღეს.
4 მარტს 1 დოლარის ღირებულება 2.7234 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0312 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 3.1695 ლარი გახდა. ევროს ცვლილებამ ლართან 0.0089 ლარი შეადგინა.
5 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0185 ლარი იყო. ევროს კურსი 3.1833 ლარი გახდა. ლართან ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.
6 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7362 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ლართან 0.0057 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 3.1677 ლარი გახდა. ევროს ცვლილება ლართან 0.0156 ლარს გაუტოლდა.
უქმეებზე, შაბათ-კვირას, 7-8 მარტს, მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს, 6 მარტს დადგენილი კურსი.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, დოლართან მიმართებით გაუფასურდა 4.40 თეთრით (1.63%), ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.71 თეთრით (0.22%).
23.02 -0 1.03 კვირაში ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
16-22 თებერვალს ლარი ევროსთან უფრო მკვეთრად გამყარდა ვიდრე დოლართან.
9-15 თებერვლის კვირაში ქართული ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
2-8 თებერვლის კვირაში ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა
26-30 იანვრის კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.
20-23 იანვრის შუალედში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.