შეუსრულებელი დაპირებები და უპატრონოდ მიტოვებული ბახმარო — კურორტზე, სადაც დღემდე არ არის გამართული გზები, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება, ადგილობრივები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბახმაროში სიცოცხლისთვის სახიფათო გარემო, ანტისანიტარია და ნაგავია, მდგომარეობას კი კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ კურორტზე არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს და არც ამბულატორია ფუნქციონირებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისფლებისგან დაპირებების გარდა არაფერი მიუღიათ.

"დაპირება რაც იყო, დარჩა დაპირებად. ის, რაც ჩენი თხოვნა იყო, ჯერჯერობით არაფერი შესრულებულა და უარესობისკენ თუ არა, უკეთესობისკენ არაფერ მიდის," - ამბობს ადგილობრივი.

ბახმაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილიც. მისი თქმით, "ოცნების" პირობებში კურორტი მხოლოდ ნადგურდება.

"რაც იყო წინა ხელსუფლების პირობებში გაკეთებული, ის ხომ დაანგრიეს და გაანადგურეს, არაფერს ხომ არ აკეთებენ. სწორედ ეს არის, რაც ანდგურებს ბახმაროს და იმ ადგილს, სადაც უამრავი ადამიანი გაიზარდა, ბავშვებს მსოფლიოშ უნიკალური ჰაერი და ჰავა ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ არავის "ქათული ოცნების" პირობებში არ ანაღვლებს, ყოველგვარ პარტიულობის მიღმაა ის, რაც დღეს ბახმაროში ხდება და ამაზე ხმის ამოუღებლობა მართლა დანაშაულია," - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი. 

ამ ფონზე, ერთადერთი, რაც დამსვენებლებს ადგილზე ხვდებათ, სპეციალური ბლოკპოსტია, რომელიც უკანონო მშენებლობების კონტროლისთვისაა მოწყობილი.

tvpirveli.ge