საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარედგინა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას ეხება.

"საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა". - ნათქვამია განცხადებაში.