5 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 1.85 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.38 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა.