მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0009 ლარით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0003 ლარით გაუფასურდა.

უფრო კონკრეტულად:

20 იანვარს აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ამ დროისთვის დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამავე დღეს ლარის კურსი 3.1604 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0288 ლარი შეადგინა.

21 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი ამავე დღეს 3.1550 ლარი იყო. ევროს ცვლილება 0.0054 ლარს გაუტოლდა.

22 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ამ დროისთვის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0004 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 3.1497 ლარზე დაფიქსირდა. ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.

23 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა. ამავე დღეს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1607 ლარი გახდა.

12-16 იანვრის კვირაში კი ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

5-9 იანვრის შუალედში კი ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

წინასაახალწლო და საახალწლო პერიოდში ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა.