პე­რუს ამა­ზო­ნი­ის სიღ­რმე­ში მი­ე­დი­ნე­ბა უჩ­ვე­უ­ლო მდი­ნა­რე შა­ნაი-ტიმ­პიშ­კა (Shanay-Timpishka), რომ­ლის წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ბოლო ხანს, სა­შუ­ა­ლოდ, 86 °C-ს აღ­წევს, ზოგ ად­გი­ლას კი თით­ქმის 98 °C-მდე იწევს. ახ­ლო­მახ­ლო მოქ­მე­დი ვულ­კა­ნე­ბი არ არის, რის გა­მოც ამ ბუ­ნებ­რი­ვი "ადუ­ღე­ბუ­ლი მდი­ნა­რის“ წარ­მო­შო­ბა გა­მო­ცა­ნად იქცა", - წერს Ecoticias.

საქ­მე ისაა, რომ ეს მდი­ნა­რე აქამ­დეც გა­ცი­ლე­ბით თბი­ლი იყო, თუმ­ცა ბოლო დროს მისი ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

დღეს მეც­ნი­ერ­თა ძი­რი­თა­დი ვერ­სია უკავ­შირ­დე­ბა გე­ო­თერ­მულ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ქერ­ქის ნაბ­ზა­რე­ბით საზ­რდო­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, წვი­მის წყა­ლი ნაპ­რა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ღრმად აღ­წევს მი­წის­ქვეშ, თბე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფი ქა­ნე­ბის­გან, შემ­დეგ კი უკან ამო­დის ზე­და­პირ­ზე და მდი­ნა­რის კა­ლა­პოტს აცხე­ლებს. თუმ­ცა წყლის ზუს­ტი მარ­შრუ­ტი, მისი სიღ­რმე და ამ ციკ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა ჯერ კი­დევ არ არის საკ­მა­რი­სად შეს­წავ­ლი­ლი.

მეც­ნი­ე­რებ­მა მდი­ნა­რის გას­წვრივ ტყის 70 უბა­ნი გა­მო­იკ­ვლი­ეს და სა­გან­გა­შო კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს: სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ყო­ვე­ლი 1 °C-ით მო­მა­ტე­ბა ხე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 11%-ით შემ­ცი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

ყვე­ლა­ზე ცხელ უბ­ნებ­ზე ჭარ­ბობ­და ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, ამა­ზო­ნი­ის შე­და­რე­ბით თბილ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ხე­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ცხელ უბან­ზე სულ უფრო ემ­სგავ­სე­ბო­და ერ­თმა­ნეთს.

ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მუდ­მივ­მა სი­ცხემ შე­საძ­ლოა თან­და­თან გა­მო­დევ­ნოს ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად მდგრა­დია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ. ტყე აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თბა­შად არ და­კარ­გავს ყვე­ლა ხეს - სა­ნაც­ვლოდ, მისი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლოა თან­და­თან "მარ­ტივ ფორ­მამ­დე“ და­ვი­დეს, რად­გან უპი­რა­ტე­სო­ბას სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი მო­ი­პო­ვე­ბენ.

  • რას ნიშ­ნავს ეს მთე­ლი ამა­ზო­ნი­ის­თვის?

ადუ­ღე­ბუ­ლი მდი­ნა­რე არ წარ­მო­ად­გენს ამა­ზო­ნის მთე­ლი აუ­ზის მო­მავ­ლის იდე­ა­ლურ მო­დელს. ად­გი­ლობ­რივ ტყეს შე­ეძ­ლო უჩ­ვე­უ­ლო სი­ცხეს­თან ადაპ­ტა­ცია მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ როცა თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ბევ­რად სწრა­ფად ხდე­ბა.

მეც­ნი­ე­რებს ეში­ნი­ათ, რომ ტრო­პი­კე­ბის შემ­დგომ­მა დათ­ბო­ბამ შე­საძ­ლოა მგრძნო­ბი­ა­რე სა­ხე­ო­ბე­ბის ლო­კა­ლუ­რი გაქ­რო­ბა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ეტა­პობ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამ­რი­გად, პე­რუ­ში მდე­ბა­რე უჩ­ვე­უ­ლო ცხე­ლი მდი­ნა­რე შე­საძ­ლოა იყოს არა უბ­რა­ლოდ გე­ო­ლო­გი­უ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, არა­მედ თა­ვი­სე­ბუ­რი ბუ­ნებ­რი­ვი გაფრ­თხი­ლე­ბა იმი­სა, თუ რა ელის ტრო­პი­კულ ტყე­ებს შემ­დგო­მი დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში.

წყარო: ambebi.ge