მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
„გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოჯისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო