მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა.

კვირის დინამიკა ასეთია:

5 იანვარს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1515 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1646 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.

6 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1595 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა.

8 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1512 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

9 იანვარს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1405 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0003 ლარით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი 0.0110 ლარით გამყარდა.

წყარო: www.bpn.ge