Consumer Choice Center–მა მოამზადა World Consumer Airport Index–ის ახალი გამოცემა. ინდექსი ორ სიად იყოფა: ერთი იმ აეროპორტებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად 47.2 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებიან და მეორე იმ აეროპორტებისთვის, რომლებიც ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან. შეფასება ითვალისწინებს, აქვს თუ არა ჰაბს პირდაპირი წვდომა მეტროსთან თუ ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, გადაჯდომის სიმარტივეს გასასვლელებსა და ტერმინალებს შორის, ავიაკომპანიების არჩევანს, ფრენების საშუალო დაგვიანებას და ადგილზე სასტუმროს ხელმისაწვდომობას.
აეროპორტები დამატებით ქულებს იღებენ სამ წუთზე ნაკლები ლოდინის დროისა და ღამის ფრენების აკრძალვის არდაწესებისთვის.
მსოფლიოს საუკეთესო დიდი აეროპორტები
1. აეროპორტი ბარსელონა - El Prat Josep Tarradellas, ესპანეთი
2. ლეონარდო და ვინჩის სახელობის ფიუმიჩინოს აეროპორტი, რომი, იტალია
3. ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ
4. ბანგკოკის სუვარნაბჰუმის საერთაშორისო აეროპორტი, ტაილანდი
5. შარლ დე გოლის აეროპორტი, პარიზი, საფრანგეთი
6. მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტი, ჯიდა, საუდის არაბეთი
7. ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, დიდი ბრიტანეთი
8. Adolfo Suárez Madrid–Barajas–ის აეროპორტი, ესპანეთი
9. ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (ჰანედა), იაპონია
10. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები