მიმდინარე კვირაში ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა

კვირის დინამიკა ასეთია:

2 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. ევროს ცვლილებამ კი 0.0185 ლარი შეადგინა.

3 თებერვალს დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0009 ლარი იყო, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარს გაუტოილდა.

4 თებერვალი  დოლარის ცვლილებამ ქართულ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0010 ლარი შეადგინა, ევროს ცვლილება ლართან 0.0048 ლარის მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

5 თებერვალს დოლარის ცვლილება ლართან მიმართებით 0.0007 ლარს გაუტოლდა, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

6 თებერვალს  დოლარის ცვლილება ლართან 0.0006 ლარი იყო, ევროს ცვლილებამ - 0.0001 ლარი.

რომ შევაჯამოთ, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0032 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0215 ლარით გამყარდა.

26-30 იანვრის კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.

20-23 იანვრის შუალედში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.

12-16 იანვრის კვირაში კი ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

5-9 იანვრის შუალედში კი ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

წინასაახალწლო და საახალწლო პერიოდში ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა.