სამტრედიაგრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.

აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთილესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.

პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები.

ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებისგვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.

სამტრედიაგრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე.

შედეგად, სამტრედიაგრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.

სამტრედიაგრიგოლეთის გზა აღმოსავლეთდასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონიქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

სამტრედიაგრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს