6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6935 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9925 ლარი გახდა.

0.14 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5487 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.92 თეთრი შეადგინა.