ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ეს მკვლელობის მცდელობა იყო.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის სიახლოვეს სროლა მოხდა. როგორც ტრამპი აცხადებს, ის თავს კარგად გრძნობს.

დაკავებულია ინციდენტთან კავშირში მყოფი ერთი პირი. „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო AK-47 ტიპის იარაღით.

1tv.ge