საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი - „ამბასადორი კაჭრეთი“ დაარეგისტრირა. რეგისტრაციის პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას, ისე არსებული ინფრასტრუქტურის ინსპექტირებას.
შპს „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ საკუთრებაში არსებული საფრენი მოედანი სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორი კაჭრეთის“ მიმდებარედ მდებარეობს და წარმოადგენს 1A კოდის აეროდრომის სტანდარტებით მოწყობილ ასფალტის საფარიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს პარალელური სამიმოსვლო ბილიკით.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს