ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს წევრ ქვეყნებს.
The Kyiv Independent-ის ბრიუსელის კორესპონდენტის, კრის პაუერსის ინფორმაციით, გადაწყვეტილების საფუძველი ქარხნის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა და ლიბიურ ნავთობზე გადასვლაა.
ევროკომისიის წინადადებას საბოლოოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ. სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მათ ერთსულოვანი თანხმობა სჭირდებათ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სანქციების სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა.