სტიქიური უბედურებები გლობალურ ეკონომიკას წელიწადში საშუალოდ 450 მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს, თუმცა, დაზღვევა ამ თანხის ნახევარზე ნაკლებს დაფარავს – წერს Financial Times რისკების მოდელირების კომპანია Verisk-ის კვლევაზე დაყრდნობით.
Verisk-ის მონაცემებით, ზარალის 62% - დაახლოებით 279 მილიარდი დოლარი - დაუზღვეველი რჩება. ამ ხარჯებს ფარავენ საცხოვრებლის მესაკუთრეები, კომპანიები და სახელმწიფო.
მკვლევრები ზიანის ზრდას კლიმატის ცვლილებასა და ურბანულ ზრდას უკავშირებენ. სულ უფრო მეტი უძრავი ქონება მდებარეობს სტიქიური უბედურებებისაკენ მიდრეკილ ადგილებში.