რომში, ტრევის შადრევნიდან ამოიღეს მონეტები, რომლებსაც ტურისტები ყრიან რომ სურვილი ჩაიფიქრონ. თანხა ჩვეულებრივზე 200 000 ევროთი ნაკლები აღმოჩნდა და დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს შეადგენდა. 

რომის კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია „Caritas Roma“ ყოველწლიურად აგროვებს მონეტებს შადრევნის ფსკერიდან. ადრე ისინი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროზე მეტს იღებდნენ, თუმცა წელს ეს თანხა ნაკლები იყო.

ცვლილებების მიზეზად შესვლის საფასური სახელდება. 2026 წლის თებერვალში ხელისუფლებამ გადასახადი დააწესა იმ ზონაში შესვლისთვის, სადაც ტურისტები, როგორც წესი, შადრევანში მონეტებს ისვრიან. ღირსშესანიშნაობის გარშემო ღობეა აღმართული: შადრევანთან უფასოდ მისვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ტურისტებმა კი 2 ევრო უნდა გადაიხადონ.

ვრცლად 34travel.me – ზე