2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 6.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 6.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 14.5 პროცენტიანი მატებით, რამაც 7.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 25.1 პროცენტიანი მატებით, რაც 13.91 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 7.4 პროცენტით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 1.13 და -0.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.