2027 წლის 1 იანვრიდან მალტისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს მალტასა და ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ გოზოს შორის უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ. ფასდაკლება გავრცელდება ბორანზე ფეხით ასულ მგზავრებზე – მანქანის ტრანსპორტირების მსურველებს საფასურის გადახდა კვლავინდებურად მოუწევთ.
ბორანს მალტის ჩრდილოეთში მდებარე ჩირკევადან გოზოს მგარის ნავსადგურამდე მისასვლელად დაახლოებით 25 წუთი სჭირდება; ის ყოველდღიურად, მათ შორის ღამითაც დადის. ასევე არის ვალეტადან მაღალსიჩქარიანი რეისები, თუმცა, უფასო მგზავრობა კონკრეტულად რეგულარულ საბორნე მგზავრობაზე ინერგება.