ჩინეთში ტაიფუნ „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

როგორც მედია წერს, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია.

ხელისუფლების ცნობით, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე და ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიდა გზებზე დაწესდა სიჩქარის ზღვარი.

შანხაის რკინიგზის სადგურიდან ზოგიერთი მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა. ქალაქის დაახლოებით 25 მილიონ მაცხოვრებს შენობებში დარჩენა ურჩიეს.

პირველი არხი