მიმდინარე წლის აგვისტოში, 230 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 40 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში საქართველოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით არის აღნიშნული.

Galt & Taggart-ის ინფოირმაციით, თვის ჭრილში, საპროცენტო განაკვეთები ყველა ინსტრუმენტზე შემცირდა.

უფრო დეტალურად, 10-წლიან ობლიგაციებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.152% შეადგინა, 5 წლიან ობლიგაციებზე - 8.773%, 2 წლიაზე - 9.082%, 1 წლიანზე - 7.798%, ხოლო 6 თვიან ინსტრუმენტებზე - 7.825%.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, არარეზიდენტების მიერ ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობა თვის ჭრილში 68.5%-ით, 306.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ, რაც ივლისში წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 11.5%-ით შემცირდა. საბოლოოდ, აგვისტოს მდგომარეობით, არარეზიდენტებზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 3.4% მოდის, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია ივლისთან შედარებით.

რაც შეეხება რეგიონალური სუვერენული ობლიგაციების ბაზრებზე დინამიკას, საქართველოსთან ერთად, შემოსავლიანობის კლება ფიქსირდება ასევე თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში.