საბოლოოდ 1-2 თვეში გამოიკვეთება ვითარება, მაგრამ რაიმე მასშტაბური კრიზისი გამორიცხულია, - ასე ფიქრობს ეკონომისტებვის ნაწილი.
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დამაჯერებელია. პანდემიის დასრულების შემდეგ აღებულ გეზს რთულმა პოლიტიკურმა თვეებმა ვერაფერი დააკლო და ქვეყნის ეკონომიკა სწრაფ განვითარებას განაგრძობს. როგორია მოლოდნი 2025 წლისთვის? ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური არეულობა არ დასრულებულა.
ბოლო წლების მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია. 2021 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6%-ით გაიზარდა, 2022 წელს - 11%-ით, 2023 წელს - 7.5%-ით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი - 9.4%. (წლიანი წლის შედეგი ჯერ არ გამოქვეყნებულა)
2024 წელი ბოლო საქართველოში პოლიტიკურად ძალიან რთული იყო. არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური დაძაბულბა დღემდე გრძელდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, 2025 წელს ეკონომიკა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი ისეთი არა არის, როგორ წინა წლებში იყო.
ასე მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.97%-ით გაიზრდება.
აზიის განითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს მშპ 2025 წელს 5.5%-ით მოიმატებს.
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი" მოელის, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5.3%-ის ფარგლებში იქნეა.
„გალტ ენდ თაგარტში" აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი 6%-იანი ეკონომიკური მატების დასრულდება.
საქართველოს მთავრობა კი ელის, რომ 2025 წელს მშპ 6%-ით გაიზრდება.
სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ჯერჯერობით საკუთარი პროგნოზი არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა სურათი უკვე გამოკლვეთილია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-6%-ის ფარგლებშია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიების მოლოდინი ყოველთვის კონსერვატიულია და ეკონომიკა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ნავარაუდევია.
ანალიტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ დაძაბულობა არ დასრულდება, პოლიტიკური არეულობა ნელ-ნელა ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება. როგორც გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ეკონომიკაზე მაინც აისახა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წლის განმავლობაში, გვაქვს 8%-ზე. საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი არის ეკონომიკური ზრდის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი. ამის გარდა, მესამე კვარტლაში გვქონდა 11%-იანი მაჩვენებელი. იანვარ-ნეომბრის ჩათვლით კი - 9.4%-იანი ზრდა. დეკემბერში არ ვიცი რა მონაცემები გამოქვეყნდება, ალბათ იანვრის ბოლოს გასაჯაროვდება, მაგრამ, ჩემი შეფასებით, წლის განმავლობაში მაინც მაღალი შედეგი გვექნება - სულ მცირე 9%, რაც საკმაოდ კარგია.
ეს კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდოდით, რადგან არ შენელდებოდა მომსახურების სფერო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როდესაც არის დაძაბული ეკონომიკური ფონი და მატოლობს გარკვევლობა, ინვესტორებს წლის მანძილზე დაგროვებული ქონება, დივიდენდების სახით გააქვთ ქვეყნიდან. როდესაც მოგება დივიდენდების სახით გადის ქვეყნიდან, მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც თავისთავად აისახება წლიურ მაჩვენებელზე, რადგან ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
პოლიტიკური კრიზისი ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუ ის ხანგრძლივად გრძელდება. ეს უკვე აღარ არის 20-30-დღიანი პროტესტი, არამედ მთელი კვარტალი გრძელდება და ახლაც სახეზეა დესტაბილიზაციის მცდელობა, მოწოდებები, გაფიცვა და რადიკალური ფორმები. ამიტომ, ჩვენ გვინდა თუ არა, ეს პროცესი ეკონომიკაზე მაინც აისახება. თუ პროტესტი წელსაც გაგრძელდება და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, ბუნებრივია, ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.
მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეკონომიკაზე პრობლემების გაჩენის გზით ხელისუფლებაზე წნეხს გარზდის, ძალიან ცდება. ყველას შეეხება ეკონომიკური პრობლემა, მათაც, ვინც ახლა იფიცება. თუ ვინმეს პოზიტიური ცვლილებები უნდა, ის ვერ განხორციელდება რადიკალური და რევოლუციური სცენარით. მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით იქნება მიღწეული", - ამბობს ცუცქირიძე.
თუმცა ეკონომისტები მაინც მოელიან, რომ სიტუაცია ნელ-ნელა ჩაცხრება და პოლიტიკიდან ეკონომიკაზე გადაცემული საფრთხე განეიტრალდება. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ თუ დღევადელი სიტუაცია გაგრძელდება, სირთულეები იჩენს თავს და ძნელი იქნება პროგრესზე საუბარი.
„წლის მეორე ნახევარში გაჩენილი პოლიტიკური დაძაბულობის ფაქტორი ეკონომიკაზე იმოქმედებს. თუ ასეთი მოცემულობა გაგრძელდება, ძნელი იქნება ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. მაინც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პოლიტიკური წნეხი მაქსიმალურად შემცირდება, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ისევ ვისაუბრებთ ეკონომიკის მაღალ ტემზე.
უნდა ვნახოთ როგორ შეიცვლება ტრამპის მოსვლის შემდეგ გლობალური პოლიტიკა. ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. 1-2 თვეში გამოჩნდება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ახლამდელი ვითარება თუ გაძლიერდება, მაშინ რთული იქნება განსაკუთრებულ პროგრესზე საუბარი, მაგრამ არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოინგრევა. ასე არ მოხდება, თუმცა შედეგი, რომელიც გვსურს და აქამდე გვქონდა კიდეც, ვეღარ მიიღწევა", - ამბობს ავთო სილაგაძე.
წყარო: რეზონანსი