კომპანია „დომუსის“ მარკეტინგის დირექტორმა ტატიანა ქათამაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში პროექტ „დომუსი ნეას“ შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისში პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე ხორციელდება.
მისი თქმით, „დომუსის“ მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ერთდროულად ჯანსაღი და მრავალფუნქციური საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. სწორედ ასეთია ახალი პროექტიც, სადაც 12 000 კვ.მ. ფართობზე 3 ბლოკი განთავსდება. მათგან 2 საცხოვრებელი ტიპის, ხოლო 1 ბიზნესცენტრი იქნება.
„დღეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები საჭიროებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფნას. ადამიანების ცხოვრების რეჟიმი და თავად ქალაქიც იმდენად გადატვირთულია, რომ უკვე ბუნებრივად ჩნდება რეკრეაციული ზონის გაჩენის მოთხოვნილება დეველოპერისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ შეგეძლოს თან იყო ქალაქში და ამავდროულად, გქონდეს მინი სამყარო, სადაც როგორც ოჯახისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობდეს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა.
„ნეა“ ნიშნავს სიახლეს და ინოვაციას. სწორედ ამიტომ დავარქვით ამ პროექტს „დომუსი ნეა“. კომპანიამ ბაზარზე მოღვაწეობა 18 წლის წინ დაიწყო და სწორედ სიახლეებით გახდა განსხვავებული, რის გამოც დაიმკვიდრა ადგილი მომხმარებლების ცნობიერებაში.
ყოველი ახალი პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქიზად ვეკიდებით თითოეულ მათგანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ცვლილებებით გავაუმჯობესოთ გარემო. სწორედ ამიტომ ვახდენთ ურბანულ გეგმარებაში სწორ ინტეგრირებას და გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახეს ვქმნით. თუ დააკვირდებით „დომუსის“ არქიტექტურა ყოველთვის გამოირჩევა.
ვფიქრობ, რომ ეს პროექტიც სწორედ განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა. ფართობი შეადგენს 12 000 კვ.მ.-ს, სადაც განთავსებულია 3 ბლოკი, 2 საცხოვრებელი და 1 ბიზნესცენტრი. ქავთარაძის ქუჩის განაპირა მხარეს არის 2-სართულიანი კომერციული ნაწილი, რომელიც ჯერ არ ვიცით, როგორ დაიტვირთება და რა მიმართულებას აირჩევს, თუმცა საინტერესო იდეები გვაქვს“, - აღნიშნა ტატიანა ქათამაძემ.
როგორც მან განმარტა, პროექტში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მოსასვენებელ და რეკრეაციულ სივრცეებს.
„რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, ძალიან საინტერესო ლანდშაფტით განავითარა არქიტექტორმა შიდა სივრცე. არის ცოტათი მთა-ბორცვიანი და საინტერესო ბილიკებით მოწყობილი გარემო, სადაც ფუნქციურად კარგად არის ათვისებული 5 000 კვ.მ. აქ არის კომბინირებული სპორტული მოედანი, იქნება ველობილიკები და მოსასვენებელი კუთხეები. ამას გარდა კომერციული ნაწილი რომ აღვნიშნე, იქაც არის გამწვანებული სივრცე და გამოყოფილია კაფეს ადგილი, რომელიც დამატებით ფუნქციურობას სძენს ადგილს როგორ ბიზნესცენტრის თანამშრომლებისთვის, ისე მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა ტატიანა ქათამაძემ.
მან ახალ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებისთვის კომპანიის პირობებზე და ტექნიკურ ნაწილზეც ისაუბრა.
„პროექტი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ვადაც არ არის პატარა. ვეცადეთ, რომ ბინების ჩაბარების ვადა ყოფილიყო რეალისტური. ეს პროექტი 4 წლის ვადაში დასრულდება. მომხმარებლებს პროექტის დასრულებამდე 40 თვის განმავლობაში ვთავაზობთ უპროცენტო შიდა განვადებას. პირველადი შენატანი იქნება 30% და ამის საფუძველზე დარჩენილი თანხა გადანაწილდება მათთვის სასურველი გრაფიკით.
რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, „დომუსი“ იყო ინიციატორი ქვეყანაში მწვანე კონცეფციით მშენებლობის. ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ენერგოეფექტურობაა. ეს პროექტიც არის ვიტრაჟული, რაც განაპირობებს იმას, რომ ნაკლები ენერგიის მოხმარება გჭირდება, ბინები ნათელია, დიდი აივნებია. ამას გარდა, გვაქვს სივრცე, სადაც შესაძლებელია მუშაობა, ბიზნეს შეხვედრების და ივენთების გამართვა. გვაქვს შესაბამისი აპლიკაცია, რომლითაც მცხოვრებს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რა ივენთი იმართება კონკრეტულ დღეს. ამ სივრცით სარგებლობა აბსოლუტურად უფასოა“, - აღნიშნა „დომუსის“ მარკეტინგის დირექტორმა.
მისივე თქმით, როგორც სხვა პროექტებში „დომუსი ნეაში“ მომხმარებლებს „მწვანე კარკასი“ დახვდებათ. კომპანიის უძრავი ქონების ექსპერტები კი თითოეულ მომხმარებლებს „დომუსის“ კომპლექსებში მათთვის ყველაზე მეტად შესაფერისი ბინის შერჩევაში დაეხმარებიან.
„მწვანე კარკასი“ „დომუსის“ დანერგილია. ჩვენ პირველებმა შევთავაზეთ მომხმარებელს კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებამდე მიყვანილი პროცესი. აივანიც კი მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ფილებით და დამონტაჟებულია განათება. რჩება მხოლოდ გემოვნების ნაწილი, რომელიც თავად მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს. დღესაც ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ დაახლოებით 6 თვის ვადაში დაასრულოს ყველა მცხოვრებმა სარემონტო სამუშაოები“, - განაცხადა ტატიანა ქათამაძემ.
ჩვენ დავნერგეთ ისეთი ურთიერთობა მომხმარებელთან, რომლითაც გვყავს უძრავი ქონების ექსპერტები და არა გაყიდვების მენეჯერები. ეს ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ექსპერტს აქვს უნარები შეისწავლოს მომხმარებლის მოთხოვნები და ურჩიოს მას, რომელი ჩვენი კომპლექსის ბინა შეესაბამება მის საჭიროებებს.
მათთვის მთავარია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და არა კონკრეტული გეგმის მიყოლა, რაც ამართლებს. ჩვენი კვლევით გამოჩნდა, რომ ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლები ყიდულობენ ჩვენს ახალ პროექტებში ბინებს. როცა მომხმარებელთან ჯანსაღი, უშუალო და გულწრფელი ურთიერთობა გაქვს, ეს აუცილებლად ამართლებს“, - აღნიშნა ტატიანა ქათამაძემ.