ჰონგ კონგის აეროპორტმა (HKG) მსოფლიოში პირველმა სმარტფონის საშუალებით ბარგის ჩაბარების სერვისი ჩაუშვა. სიახლე დაფუძნებულია HKG-ის Flight Token ტექნოლოგიაზე, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს აეროპორტში გამგზავრებამდე თავიანთი გაჯეტების გამოყენებით ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია და დაასკანერონ სამგზავრო დოკუმენტები.

აეროპორტში მისვლისთანავე, მოგზაურებს შეუძლიათ პირდაპირ გადავიდნენ ექსპრეს-ბარგის ჩაბარების დახლთან და ერთ წუთზე ნაკლებ დროში თავიანთი სმარტფონების გამოყენებით დამოუკიდებლად დაარეგისტრირონ. სხვათა შორის, ავიაკომპანიის დახლებზე ან ჭკვიან შემოწმების კიოსკებში ამას დაახლოებით სამი წუთი სჭირდება.
სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია ავიაკომპანიების HK Express-ისა და Cathay Pacific მგზავრებისთვის (აშშ-ში ფრენების გამოკლებით). მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა ავიაკომპანიებიც შესთავაზებენ საკუთარ მგზავრებს ანალოგიურ მომსახურებას.

ჰონგ კონგის აეროპორტი ამჟამად ერთადერთი აეროპორტია მსოფლიოში, სადაც მგზავრებს შეუძლიათ შეასრულონ ყველა ფრენის წინა პროცედურა მხოლოდ მათი სმარტფონებისა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის ონლაინ რეგისტრაცია, სამგზავრო დოკუმენტის გადამოწმება, ბარგის შემოწმება, უსაფრთხოების გაფორმება და ჩასხდომა.

ავიანიუსი