ბრიტანული დაზვერვის ცნობით,  უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებენ.

სატელიტური ფოტომასალა  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალების მთავარი მიზანი რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკის ჩამოშლაა.

"უკრაინა რუსეთის ლოჯისტიკის შეფერხებას კურსკის რეგიონში დარტყმების სერიით აგრძელებს, მათ გაანადგურეს გზები და ხიდები მდინარე სეიმზე." - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

წყარო: მთავარი არხი