წლების მანძილზე გავრცელებული რწმენების თანახმად, მედიკამენტების ღამით მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

„მნიშვნელოვანია რომ მედიკამენტები მიიღო. არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში გააკეთებ ამას,” ამბობს ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც მხარს ახალი კვლევა უმაგრებს.

Ზოგიერთი კარდიოლოგი წლების მანძილზე ეჭვის ქვეშ აყენებდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც არტერიული წნევის მარეგულირებელი აბების ღამით მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. კარდიოლოგების ეჭვები გაამყარეს ახალმა კვლევებმა, რომლებიც ლონდონში გამართულ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ბოლო კონგრესზე წარადგინეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი ძილის დროს არტერიული წნევის მატებასთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა წნევის მაჩვენებელი ნორმაში მთელი დღის მანძილზე ან ექიმთან გასინჯვის დროს. ამდენად, სფეროს ექსპერტები აქამდე თანხმდებოდნენ, რომ ძილის წინ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება და ამით არტერიული წნევის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისძარღვთა დაავადებების რისკებს. თუმცა, ახლადგამოქვეყნებული მონაცემები აღნიშნულ მოსაზრებას აბათილებენ და ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში მიიღებს პაციენტი მედიკამენტს, მთავარია მან ეს გააკეთოს და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს.

მიიღე მედიკამენტი საჭიროებისამებრ

„მედიკამენტების დილით ან ღამით მიღებას არანაირი გავლენა არ აქვს გულ-სისძარღვთა დაავადების განვითარების რისკზე,” აღნიშნა ესპანეთის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრმა მანუელ ანგუიტამ. TVE-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ: „მნიშვნელოვანია ჰიპერზენზიის საწინააღმდეგო საშუალებები საჭიროებისამებრ იქნეს მიღებული. არ აქვს დღის რომელ მონაკვეთში მოხდება ეს.”

Პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში ეს მითი დიდი ხანია დაივიწყეს და პაციენტებს ურჩევენ მედიკამენტები საჭიროებისამებრ მიიღონ. „ერთად ვცდილობთ შევთანხმდეთ თუ დღის რა მონაკვეთია მედიკამენტის მიღებისთვის საუკეთესო. გვინდა ვიპოვოთ იდეალური თერაპევტიული დრო, ისეთი რომ პაციენტს არ ავიწყდებოდეს მედიკამენტი მიღება,” განაცხადა კრისტიან მონტერომ, ესპანეთის ზოგადი და საოჯახო თერაპევტების საზოგადოების კარდიოვასკულარული ჯგუფის წევრმა.

გარდაცვალების 46,000 შემთხვევა ყოველწლიურად

ესპანეთის კარდიოლოგიური საზოგადოების მონაცემების მიხედვით, ჰიპერტენზიით წელიწადში 46,000 ათასი ადამიანი იღუპება. ამავე ორგანიზაციის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ამ სენით 10 მილიონი ესპანელია ავად და მათი 57 პროცენტი მკურნალობს მედიკამენტებით.

Ჰიპერტენზიას არ აქვს რამე სპეციფიკური წინაპირობა ან გამომწვევი მიზეზი. „ჰიპერტენზია ძალიან ხშირია და ამიტომ რთულია რისკ ჯგუფში მყოფის ტიპიური პროფილი აღწერო. Მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედს ემართება ის,” განმარტა კარდიოლოგმა მანუელ ანგუიტამ.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი