აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით,  რუსეთზე დაწესებული ტარიფები შეიძლება გაიზარდოს, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოახლოებული შეხვედრა დადებით შედეგებს არ მოიტანს.

,,პრეზიდენტი ტრამპი მკაფიოდ მიანიშნებს პუტინს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ დამატებითი სანქციების ან ტარიფების დაწესებას, თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედეგს არ მოიტანს,“-განაცხადა ბესენტმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.

ფინანსთა მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გამოიყენონ საკუთარი სანქციების ბერკეტი რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.