სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის მოწინაამღდეგეების პროტესტის მე-9 თბე ანტისამთავრობო და პროსამთავრობო ძალების მასობრივი შეტაკებით მიმდინარეობს.
ჩრდილოეთის ქალაქ ნოვში დაპირისპირებულმა მომიტინგეებმა ერთანეთანეთს ფოიერვერკები და სხვა ნივთები ესროლეს, რის გამოც სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.
შეტაკებების პარალელურად სერბეთის სხვადასხვა ქალაქში, მმართველი პარტიის ოფისების წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ბელგრადში მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.
განვითარებული მოვლენების შემდეგ ვუჩიჩმა ანრტისამთავრობო მომიტინგეებს “მართული ბანდიტები” უწოდა, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში უკვე თითქმის ნახევარი წელია გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები. ათიათასობით დემონსტრანტი, რომლის ბირთვსაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეადგენენ, აპროტესტებენ კორუფციასა და უპასუხისმგებლობას ხელისუფლებაში და მოითხოვენ პოლიტიკურ ცვლილებებს. მასობრივი გამოსვლების საბაბი გახდა 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედია: ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურში ჩამოინგრა ბეტონის სახურავი, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.