შვეიცარიულმა გადაზღვევის კომპანია Swiss Re AG-მ, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება 24%-ით გაზარდა, რამაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა.
2025 წლის იანვარ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 2.61 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 2.01 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.
ანალიტიკოსები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზიც Reuters–ს მოჰყავს, მოგებას 2.47 მილიარდი დოლარის ოდენობით ელოდნენ.