გაზის ტრანსპორტირების სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდება 30 საათით შეუწყდება.

კერძოდ, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, დაბა ბაკურიანისმომხმარებლებს. საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე, აჭარის რეგიონს.

გაზის ტრანსპორტირების სააგენტო მიზეზად მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. კერძოდ, მათი განცხადებით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენზე მიერთების სამუშაოები,

"სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს" - ნათქვამია განცხადებაში.