ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.

შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771% (161 215 ხმა).

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა. მანდატები ასე გადანაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 54,93%. 89 მანდატი;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება" - 10, 92% 18 მანდატი;
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10.1% 17 მანდატი;
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.8%. 14 მანდატი;
  • გახარია საქართველოსთვის - 7.7%. 12 მანდატი.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა  ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.

სად წავა და როგორ გადანაწილდება ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე მიცემული ხმები, გაიგეთ აქ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებასპოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.

როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ