26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველობის განსაზღვრასთან ერთად კიდევ ერთი რამ - პოლიტიკური პარტიებისა და მათი შემადგენელი სუბიექტების სახელმწიფო დაფინანსების საკითხი არის დამოკიდებული.

საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიების დაფინანსების ფორმულა შემდეგია:

საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს ის პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. დაფინანსება განისაზღვრება პარლამენტის არჩევნებში პირველი 50,000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 48%, სწორედ ის იღებს ყველაზე დიდ დაფინანსებას, რაც ყოველწლიურად 5,140,020 ლარით განისაზღვრება.

შესაბამისად, თუკი რომელიმე პარტიამ 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღო მაგალითად 700,000 ხმა, მისი დაფინანსება იქნება 15 ლარის ოდენობით პირველ 50,000 ხმაზე, ხოლო 5 ლარის ოდენობით დანარჩენ 650,000 ხმაზე. ეს ჯამში, წლიურად, 4 მილიონი ლარის დაფინანსებას ნიშნავს. ანალოგიურად, პარტია რომელიც 300,000 ხმას მიიღებს შემდგომი 4 წლის განმავლობაში წლიურად 2 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს.

არსებული დაფინანსებები კი ასე ნაწილდება:

წყარო: bm.ge