ახლალი წევრები, შესაძლოა ევროკავშირის ხმის მიცემის უფლების გარეშე შეუერთდნენ,- ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Politico-ს სამმა ევროპელმა დიპლომატმა და EU-ის წარმომადგენელმა მიაწოდა.

ევროკავშირში წევრობის წესების შეცვლის ინიციატივა საწყის ეტაპზეა და მას მხარი უნდა დაუჭიროს EU-ის წევრმა ყველა ქვეყანამ.

ინიციატივის თანახმად, EU-ის წევრობის გზაზე მყოფ ქვეყნებს: უკრაინას, მოლდოვას და მონტენეგროს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს ევროკავშირის წევრობის მრავალი სარგებლით, თუმცა, ვეტოს უფლების გარეშე.

ახალი წევრები სრულ უფლებებს მოიპოვებენ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი ცალკეული ქვეყნების მხრიდან ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებას გაართულებს.

ევროკავშირმა გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად დაისახა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა ექსპანსიონისტური დღის წესრიგის ფონზე.

თუმცა, EU-ის წევრი ქვეყნები მაინც ვერ თანხმდებიან ბლოკის გაფართოებაზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში. გაფართოებას, როგორც წესი, მხარს უჭერენ ევროკომისია, სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნები.