Instagram-მა Features — 90 წუთამდე ხანგრძლივობის ჰორიზონტალური ვიდეოების ფორმატის ტესტირება დაიწყო. სიახლე გათვლილია პოდკასტებზე, ინტერვიუებზე, ვლოგებსა და იუმორისტულ გადაცემებზე. ტესტირება თავდაპირველად ბრაზილიაში მიმდინარეობდა, 26 ოქტომბრიდან კი აშშ-ის შერჩეულ ავტორებზეც გავრცელდა.

ახალი ფორმატის მიზანია, Instagram-მა მომხმარებლები გრძელ ვიდეოებზე საყურებლად სხვა პლატფორმებზე, განსაკუთრებით YouTube-ზე, აღარ დაკარგოს. ავტორებს შეეძლებათ, სრულ ვიდეოს მოკლე Reels-კლიპები დაუკავშირონ, რათა მაყურებელი მოკლე ვიდეოდან სრულ ვერსიაზე გადავიდეს. გრძელფორმატიანი ვიდეოები Explore-შიც გამოჩნდება.

Instagram პარალელურად ავითარებს Reels-ის სერიებად დაჯგუფების ფუნქციას და ვიდეოკონტენტის ტელევიზორზე ნახვის შესაძლებლობებს. თუმცა Features-ის ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის ზუსტი თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის.