სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, მისი ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) დაბრუნებას არ გეგმავს.
„დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ ამ სტრუქტურაში მონაწილეობა და გავყინეთ ჩვენი წევრობა. თუ სხვა წევრები ან გენერალური სამდივნო - არც კი ვიცი, რა უფლებამოსილება აქვს სამდივნოს - კომენტარს აკეთებენ, ეს უშედეგოა: არ შევცვლით ჩვენს პოზიციას და არ ვხედავთ საკუთარ თავს ОДКБ-ში დაბრუნებაში”, - აღნიშნა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ОДКБ-ის ყოფილი გენერალური მდივნის, ნიკოლაი ბორდიუჟას კომენტარს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ, რადგან ის მის მუშაობაში არ მონაწილეობს.