PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში jobs.ge-ზე 7,040 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის ივლისთან შედარებით 13.5%-ით, ხოლო 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 3.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა (-21.0%), ხოლო ყველაზე მცირე კლება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დისტრიბუციის კატეგორიაში (-5.1%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+1.5%), ხოლო ყველაზე დიდი კლება — ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-38.0%).
2026 წლის ივნისიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 22,979 ვაკანსია, რაც 2025
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.