კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.
28 სექტემბრის მდგომარეობით, რეგიონში 100 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მოსავალი კი დაახლოებით 7 000-მა მევენახემ ჩააბარა.
გადამუშავებული ყურძნიდან 70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციისა და ხარისხისაა, ხოლო უხარისხო და მკვახე ყურძნის წილი მთლიანი მოსავლის მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საწარმოებში 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
მოსავლის ჩაბარებას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის 22 ლოკაციაზე ახორციელებს.
ჭარბი მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მევენახეს შესაძლებლობა აქვს, ყურძენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით ჩააბაროს.
საფერავის ფასი შაქრიანობის მიხედვით:
- არანაკლებ 20% — 1.50 ლარი/კგ;
- 16%-დან 20%-მდე — 1 ლარი/კგ;
- 16%-ზე ნაკლები — 50 თეთრი/კგ.
რქაწითელისა და სხვა საღვინე ყურძნის ფასი:
- არანაკლებ 19% — 1.30 ლარი/კგ;
- 16%-დან 19%-მდე — 90 თეთრი/კგ;
- 16%-ზე ნაკლები — 50 თეთრი/კგ.